10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა

ექსტრემალური ამინდიგარემო & ბუნება
4 წუთის წასაკითხი
5 დეკემბერი, 2025
10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა

Summary

ეთი­ო­პი­ა­ში, 10 000 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რო­გორც მე­დია წერს, ამოფრქვე­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ კვამ­ლი და ფერ­ფლის სქე­ლი ღრუბ­ლე­ბი სხვა კონ­ტი­ნენტზეც გავ­რცელ­და.


ეთი­ო­პი­ა­ში, 10 000 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რო­გორც მე­დია წერს, ამოფრქვე­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ კვამ­ლი და ფერ­ფლის სქე­ლი ღრუბ­ლე­ბი სხვა კონ­ტი­ნენტზეც გავ­რცელ­და.

ამის გამო სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა დრო­ე­ბით შე­ფერ­ხდა.

დიდი ხნის მი­ძი­ნე­ბუ­ლი ჰა­ი­ლი გუ­ბის ვულ­კა­ნი ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ეთი­ო­პი­ა­ში, აფა­რის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. მან კვი­რას გა­იღ­ვი­ძა, ფერ­ფლმა კი ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი ისე­თი მტვრით და­ფა­რა, ამან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა ფერ­მე­რებს.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ამოფრქვე­ვა საფრ­თხეს უქ­მნის ად­გი­ლობ­რი­ვებს", - გა­ნუ­ცხა­და ვულ­კა­ნის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რებ­მა მო­ჰა­მედ სე­იდ­მა Associated Press-ს.

ად­გი­ლობ­რი­ვი აჰ­მედ აბ­დე­ლას გან­ცხა­დე­ბით კი, ამოფრქვე­ვის მო­მენ­ტში სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის მსგავ­სი ხმა გა­ი­გეს.ასევე დაგაინტერესებთ 14:51 / 22-11-2025მაგმა, რომელმაც დედამიწა შეაზანზარა - მეცნიერებმა სანტორინიზე ათასობით მიწისძვრის მიზეზი დაადგინეს"ისე­თი შეგ­რძნე­ბა იყო, თით­ქოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბომ­ბი აფეთ­ქდა, რა­მაც კვამ­ლი­სა და ფერ­ფლის სქე­ლი ღრუ­ბე­ლი გა­მო­იწ­ვია“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა თა­ნამ­გზავრზეც გა­მოჩ­ნდა - NASA-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სუ­რათ­ზე ჩანს მტვრის სქე­ლი ღრუ­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცაში ამო­დის და წი­თელ ზღვას ეფი­ნე­ბა.

ტუ­ლუ­ზა­ში მდე­ბა­რე ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, ამოფრქვე­ვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ვულ­კა­ნუ­რი ღრუბ­ლე­ბი იე­მენ­ზე, ომან­ზე, ასე­ვე პა­კის­ტან­სა და ინ­დო­ეთ­ში გავ­რცელ­და.

პა­კის­ტა­ნის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს, ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში ფერ­ფლის შე­მოს­ვლის შემ­დეგ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

ინ­დო­ეთ­ში ეროვ­ნულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ Air India-მ რამ­დე­ნი­მე შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­სიც გა­ა­უქ­მა.

IMD-ის ცნო­ბით, ფერ­ფლის ტალ­ღე­ბი სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ.

წყარო:
გააზიარე:
ავტორი
A24

Amindi24

ადმინისტრატორი

პოპულარული სტატიები

მოკლე ვიდეოებმა შესაძლოა ვერაგული გავლენა იქონიოს ბავშვების ტვინზე
რატომ ვიღვიძებთ ზოგჯერ მაღვიძარამდე რამდენიმე წუთით ადრე?
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?
10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა

მსგავსი სტატიები


ყველა სტატიის ნახვა