რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?

გარემო & ბუნებაამინდის მეცნიერებაამინდის ტექნოლოგიები
3 წუთის წასაკითხი
7 დეკემბერი, 2025
რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?

Summary

საქართველოში გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის გაკეთება რთულდება, რადგან ატმოსფეროში სწრაფი და მრავალგვარი ცვლილებები ხდება. როგორც სპეციალისტი თამარ პაპაშვილი ამბობს, ყველაზე ზუსტი პროგნოზი მხოლოდ 5 დღეზეა შესაძლებელი. უახლოეს დღეებში (14 სექტემბრამდე) საქართველოში შენარჩუნდება გრილი და ნალექიანი ამინდი. 15 სექტემბრიდან დასავლეთში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთში მხოლოდ ნაწილობრივ გაგრძელდება წვიმა. დასავლეთში ტემპერატურა 30–32°C-მდე მოიმატებს, აღმოსავლეთში — 27–29°C-მდე. ზოგ რეგიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, მოსალოდნელია დღის და ღამის ტემპერატურებს შორის დიდი სხვაობა.


"სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა/დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბი" თავ­მჯდო­მა­რის ნინო ჩხო­ბა­ძის თქმით, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ურ­თუ­ლე­სი გახ­და, რად­გან ატ­მოს­ფე­რო­ში უამ­რა­ვი და ძა­ლი­ან სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბია...

არის თუ არა მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და რო­გო­რი ამინ­დე­ბი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი გაგ­ვაც­ნობს...

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, სულ უფრო ხში­რად ის­მის, რომ უჩ­ვე­უ­ლო ამინ­დე­ბი და მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია...

- სექ­ტემ­ბე­რი ბუ­ნებ­რი­ვად გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია ზა­ფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მა­ზე, ამი­ტომ ამ დროს სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის შე­იმ­ჩნე­ვა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით თბი­ლი და ნო­ტიო ამინ­დი, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სექ­ტემ­ბე­რი უფრო ნაკ­ლებ ნა­ლე­ქი­ა­ნია. თუმ­ცა არ ვართ და­ზღვე­უ­ლე­ბი უხვნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბის­გა­ნაც, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში სწო­რედ ასე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ხეთ­ში ძლი­ე­რი ნა­ლე­ქე­ბი აღი­ნიშ­ნა. გარ­და ამი­სა, აღ­მო­სავ­ლეთ­ში დღის და ღა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა საკ­მა­ოდ საგ­რძნო­ბი ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან პროგ­ნოზს, ამინ­დის პროგ­ნო­ზი ყვე­ლა­ზე ზუს­ტია მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რის შემ­დე­გაც სი­ზუს­ტე თან­და­თან იკ­ლებს.

- რო­გო­რია უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ამინ­დის პროგ­ნო­ზი?

- უახ­ლო­ე­სი ამინ­დის პროგ­ნო­ზით, 14 სექ­ტემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა გრი­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. 15 სექ­ტემ­ბრი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში გაგ­რძელ­დე­ბა წვი­მა. ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­მა­ტებს და 30–32 გრა­დუ­სამ­დე ავა, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი 27–29 გრა­დუსს მი­აღ­წევს. უახ­ლო­ე­სი ოთხი დღე აღ­მო­სავ­ლეთ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი, ტემ­პე­რა­ტუ­რით 17–22 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

მანანა გაბრიჭიძე

წყარო:
გააზიარე:
ავტორი
A24

Amindi24

ადმინისტრატორი

პოპულარული სტატიები

მოკლე ვიდეოებმა შესაძლოა ვერაგული გავლენა იქონიოს ბავშვების ტვინზე
რატომ ვიღვიძებთ ზოგჯერ მაღვიძარამდე რამდენიმე წუთით ადრე?
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?
10 000-წლიანი ძილის შემდეგ ეთიოპიაში უდიდესმა ვულკანმა გაიღვიძა

მსგავსი სტატიები


ყველა სტატიის ნახვა